12 მაისი 2024,   21:41
ვრცლად
შავ ზღვაში გემი ჩაიძირა- გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

შავ ზღვაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქერჩის სრუტესთან შტორმის შედეგად პანამის დროშის ქვეშ მცურავი, სატვირთო გემი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა. მაშველებმა 5 მეზღვაური გადაარჩინეს, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა.

რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა.

გავრცელებული ცნობით, გემი როსტოვიდან თურქეთის მიმართულებით მიემართებოდა და ხორბალი გადაჰქონდა.

დღის ამბები