სტამბოლში ოპოზიციის აქციებზე უკვე პრეზიდენტ ერდოღანის გადადგომას ითხოვენ, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეებს ქალაქის ცენტრში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეები სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონში აქციაზე შეიკრიბნენ და რეფერენდუმის შედეგების გაუქმება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მოძრაობა არას მომხრეები აცხადებენ, რომ კენჭისყრა მათ ინტერესებს არ გამოხატავს და გარდა ამისა, არ სურთ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს.
ოპოზიციის კრიტიკას რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში უპასუხა. თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ რეფორმები ქვეყნის წინსვლას ითვალისწინებს და არა მის დიქტატორად გადაქცევას.