13 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა"- მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის ვიზტზე საუბრობს

„ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა,“- ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის  ვიზიტს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ასეთი ღონისძიებებით რუსეთი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მცდარი მოლოდინების შექმნას გეგმავს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია ამ გზით ცდილობს, ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელ საზოგადოებაში არარეალური მოლოდინები გააჩინოს, რომ ეს ტერიტორიები როდესმე აღიარებული იქნება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ეს არასდროს არ მოხდება, რადგან საქართველოს მთავრობას შესაბამისი ქმედებები აქვს განხორციელებული და ახორციელებს შესაბამის ნაბიჯებს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იყოს მტკიცეს დაცული,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები