19 მაისი 2024,   22:54
ვრცლად
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი თბილისში

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი მიმდინარეობს ამ წუთებში სასტუმრო Holiday Inn-ში.

შეხვედრა, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გახსნა. შეხვედრა ორ დღიანია.

„მნიშვნელოვანია ის, რომ რუსულ აგრესიას თავის თავზე გრძნობს უკვე არა მხოლოდ საქართველო არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებიც. პირველ რიგში უკრაინა, ბალტიის ქვეყნები და სხვები. ჩვენ მოვიწვიეთ ექსპერტები ამ ქვეყნებიდან, რათა ყველამ შეძლოს თავისი აზრის გაზიარება,“-განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

ქართველი და უცხოელი ექსპერტები მსოფლიოში უსაფრთხოების თემებზე ისაუბრებენ. აქცენტები რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის კურსზე გაკეთდება.

„იმდენად რამდენადაც საქართველო წარმატებული დემოკრატიაა, სწორედ ამიტომ არის საქართველოს ერთ-ერთ მთავარი სამიზნე რუსეთის მხრიდან მისი სახელმწიფოებრიობის მოსაშლელად,“-აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.

დღის ამბები