ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმს 2-დღიანი ვიზიტით სტუმრობდა. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის მთავარი მიზანია დაარწმუნოს საქართველო ხელი მოაწერინოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას.
ექსპერტებმა ОДКБ-ში, იგივე საერთაშორისო კოლექტირუი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციაში, შესაძლო გაწევრიანების თაობაზეც ისაუბრეს. აღნიშნული ორგანიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს. რომელიც რუსეთმა ნატო-ს საპირწონედ შექმნა.
„მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი არ არის აღიარებული არცერთი ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ, თუ ისინი დათანხმდებიან მის ОДКБ-ში გაწევრიანებას, ეს იქნება აფხაზეთის ფარული აღიარების აქტი,“ - განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, კახა გოგოლაშვილმა.