14 ოქტომბერი 2019,   15:46
ვრცლად
წიაღის შესახებ კანონი - საკონსტიტუციო სასამართლო "მწვანე ალტერნატივას" სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო მწვანე ალტერნატივას სარჩელს განიხილავს, რომელშიც მოითხოვენ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს წიაღის შესახებ კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც წიაღისეულის მარაგის, შემადგენლობისა და მოპოვების შესახებ ინფორმაცია დახურული ხდება, როგორც კი მისი მოპოვების შესახებ კომპანია ლიცენზიას მოიპოვებს.

მწვანე ალტერნატივა მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა კონსტიტუციის 37-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

წიაღთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია არის ლიცენზიანტის და არა საჯარო უწყების საკუთრება, რაც ვთვლით, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 37-ე მუხლს, რომლის თანახმად ინფორმაცია გარემოს შესახებ დროულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა მწვანე ალტერნატივას აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ.

პროცესზე ექსპერტების რანგში მოწმის სტატუსით შეკითხვებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უპასუხებენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ლიცენზიანტების უფლებებს იცავს.

დღის ამბები