25 ნოემბერი 2017,   13:34
ვრცლად
ე.წ. ციადინის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილია

ე.წ. ციადინის საქმესთან დაკავშირებით საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უკვე გადააგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია და დაცვის მხარე ამ საჩივრით აპროტესტებენ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, რის გამოც ადვოკატებს ეზღუდებათ ბრალდებული დეკანოზის სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა, რითაც მათი შეფასებთი, პროკურატურა სარგებლოს და საკუთარ პოზიციებს ამყარებს.

 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ დარღვეულია თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპი და გავაგზავნეთ საჩივარი სწორედ სწორედ აღნიშნულის დარღვევიდან გამომდინარე. გვინდა, რომ სასამართლომ იმსჯელოს და დაადგინოს, რომ მოხდა აღნიშნული პრინციპის უხეში დარღვევა სახელმწიფოს მიერ," - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ.   

 

დღის ამბები