11 დეკემბერი 2017,   08:09
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ფოთის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ევროპული საქართველოს წევრები ფოთის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ქალაქის შიდა გზები ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. მათივე განმარტებით, გზები სხვადასხვა ქუჩებზე მას შემდეგ გადათხარეს, რაც 2016 წელს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება დაიწყო, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები გაურკვეველი მიზეზით შეწყდა და რაც არავის განუახლებია.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

“მოხდა ისე, რომ ტენდერი მეორედ არის გამოცხადებული და უახლოეს პერიოდში. განახლდება სამუშაოები და ის პრობლემები აღმოიფხვრება,“- განაცხადა ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ.

დღის ამბები