21 ოქტომბერი 2017,   19:59
ვრცლად
მნიშვნელოვანი
მაშინ ნახევარი საქართველო გამოვკეტოთ ციხეში - უჩა ნანუაშვილი მოსამართლის შეურაცხყოფის დასჯად ქმედებად გამოცხადების ინიციატივაზე საუბრობს

იუსტიციის საბჭოს წევრების ინიციატივას , რომლის თანახმადაც მოსამართლეების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა გახდეს, უჩა ნანუაშვილის თქმით, კრიტიკის სიმწვავეზე გავლენა არა დამატებითი რეგულაციების შემოღებამ, არამედ სასამართლოს საქმიანობამ უნდა მოახდინოს. 

„მაშინ შემოვიღოთ აბსოლუტურად ყველა პროფესიულ ჯგუფზე და ნახევარი საქართველო გამოვკეტოთ ციხეში. მე ვერ მოვისმინე ვერანაირი არგუმენტი, თუ რატომ არის საჭირო ასეთი ცვლილების განხორციელება, სასამართლოსადმი პატივისცემა უნდა გაზარდოს პირველ რიგში, სწორედ, სასამართლომ და იმ გადაწყვეტილებებმა, რომელიც იქნება სამართლიანი და საზოგადოებას გაუჩნდება უფრო მეტი ნდობა სასამართლო ინსტიტუტების მიმართ,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.   

ამავე თემაზე
დღის ამბები