12 დეკემბერი 2024,   23:53
ვრცლად
კვირის ბოლოს ლარი მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი - მცირედით გამყარდა.

გუშინ, დღის ბოლოს, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4038 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.3943 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0095 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.5718 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5751 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0033 ლარი შეადგინა.

დღის ამბები