14 დეკემბერი 2024,   05:46
ვრცლად
მესამე სექტორი საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ალტერნატიულ წინადადებას დააყენებს

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს კენჭს დღეს უყრიან. საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომა 3 საათში დაიწყება. მესამე სექტორი კი სხდომაზე ალტერნატიულ წინადადებებს დააყენებს.

არასამთავრობო სექტორი სამართლიანი არჩევნებისთვის სამართლიანი საარჩევნოს სისტემის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი წარმოადგენენ ორ ვარიანტს. პირველი ვარიანტი ითვალისწინებს 3%-იან ბარიერს, ხოლო მანდატებს პროპორციულად გამარჯვებული პარტიისთვის მცირედი უპირატესობის მინიჭებით ანაწილებს.

მეორე ვარიანტი კი უფრო სტაბილურობის მიმართულებით არის გადახრილი და 3%-იან ბარიერთან ერთად ითვალისწინებს გაუნაწილებელი მანდატებიდან გამარჯვებული პარტიისთვის იმდენის გადაცემას, რამდენიც მას სჭირდება საკუთარი პარტიისთვის 80 დეპუტატის შევსებას. დარჩენილი მანდატები კი სხვა პარტიებს შორის პროპორციულად განაწილდება.

„შემოთავაზებული პროექტი არის რამდენიმე მიმართულებით პრობლემური, თუმცა მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის საარჩევნო სისტემა, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს სტრუქტურას კონსტიტუციის და ამდენად ჩვენ კომისიის წევრთა ერთი ნაწილი გავერთიანდით, რათა შევთავაზოთ ალტერნატივა პარლამენტის საარჩევნო სისტემის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას,“ - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

რამდენიმე წუთში არასამთავრობო ოროგანიზაციების წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ.

დღის ამბები