20 მაისი 2024,   00:18
ვრცლად
ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც დიდი წინაღობას შეუქმნის პარტიებს - მესამე სექტორი საკანონმდებლო ცვლილებებზე

საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარე დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილებას, მმართველ გუნდთან ერთად, არასამთავრობოს წარმომადგენლები მიიღებენ. საკონსტიტუციო კომისიაში შემავალმა არასამათავრობოებმა პრესკონფერენციაზე მმართველ გუნდთან შესათავაზებელი ვარიანტი წარადგინეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, მესამე სექტორის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავებულ დოკუმენტად მოიაზრებს.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული ორივე მოდელი არის რეალურად დემოკრატიული, სამართლიანი, არ უხვევს იმ ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს... ეს არის რეალურად შესაძლებლობა იმისა, რომ ძალიან სერიოზული შეჯიბრი გაიმართოს ორ მოსაზრებას შორის,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ქართულ ოცნებას დაფიქრებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიას დასაბუთებას და წარმოდგენილ ვერსიებს მათაც გაუგზავნიან.

„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიები და ამ შემთხვევაში, მმართველი პარტია, არ ფიქრობს მომავალზე იმიტომ, რომ ეს პარტია ყოველთვის მმართველი შიძლება არც იყოს, და, შესაბამისად, არ შეიძლება, ქვეყანაში არსებობდეს ისეთი სისტემა, რომელიც, ფაქტობრივად, ძალიან დიდი წინაღობას შეუქმნის პოლიტიკურ პარტიებს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე კი კიდევ ერთხელ განმარტავს მათ მიერ მმართველი გუნდისთვის შეთავაზებულ ვერსიებს და აღნიშნავს, რომ ბლოკები დაშვებას არცერთი ვარიანტი არ ითვალისწინებს. 

დღის ამბები