საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი თეირანში დასრულებულია. გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
გაიმართა პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები ასევე პირველ ვიცეპრეზიდენტთან, სადაც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია ირანის სამთავრობო კომპლექსში გაიმართა.