11 დეკემბერი 2024,   22:29
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრება

საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრება. ცოტა ხნის წინ სხდომა ლეიბორისტებმაც დატოვეს. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავამ, მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარების გამო გააკრიტიკა.

„წარმოდგენილი კონსტიტუციური პროექტი არ ემსახურება ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს, ის მორგებულია ივანიშვილის პირად ინტერესებს, რათა ქვეყანაში მრავალი წლით დაამყაროს დიქტატორული, ავტოკრატული მმართველობა,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, სალომე ზურაბიშვილმა, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა.

„მე ვარ მომხრე მაჟორიტარული სისტემის დეპუტატების არჩევისთვის. არა მხოლოდ ნაწილისთვის, არამედ მთლიანად, 150 დეპუტატის არჩევის მაჟორიტარული წესით, რომელიც არის დღევანდელ ევროპაში ყველაზე გავრცელებული და დემოკრატიული ფორმა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევანს, ასევე მაქვს ინიციატივა, რომ დავუბრუნდეთ იმ წესს, რომელიც არსებობდა კონსტიტუციაში,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

კომისიის სხდომა დღის ბოლომდე გაგრძელდება. მომავალი კვირიდან კი საკონსტიტუციო განხილვები რეგიონებში დაიწყება. 

დღის ამბები