შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარ სამმართველოში ავიაციის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
გიორგი მღებრიშვილმა მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
სასაზღვრო ავიაციის დღე საქართველოში 1999 წლიდან აღინიშნება.