12 დეკემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ახალქალაქში დეპუტატის ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ მანუკიანის ავტომობილებს გუშინ გვიან ღამით ცეცხლი წაუკიდეს. როგორც ცნობილია, მანქანები დეპუტატის სახლის წინ იდგა, როდესაც მეზობელმა დაინახა, თუ როგორ გადაასხა დაუდგენელმა პირმა ავტომობილებს ბენზინი და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავე მეზობლის მიახლოებისთანავე გაიქცა, თუმცა ადგილზე მტკიცებულებები დატოვა.

მაცხოვრებლებმა სახანძრო გამოიძახეს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ბრიგადის მოსვლამდე, დამოუკიდებლად შეძლეს.

დეპუტატი დეტალებზე დაზუსტებით ვერ საუბრობს, მიუხედავად ამისა, ის არ გამორიცხავს, რომ მანქანების დაწვის ფაქტი მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაიწყო დაიწყო.

დღის ამბები