15 დეკემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ყველას ვალია დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, რათა ივანიშვილმა ვერ შეძლოს მისი შპს-დ გადაქცევა - გიორგი გუგავა

არასაპარლამნეტო ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს აფასებს. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები მანდატების მოპარვას აკანონებს.

„ამ კონსტიტუციური კანონპროექტით უფლებრივად განაიარაღეს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე. მათ აუკრძალეს პრეზიდენტის არჩევა, ასევე აუკრძალეს ისეთი პარლამენტის არჩევა, რომელიც იქნება სამართლიანი და დააკანონეს მანდატების პირდაპირ მოპარვა. ეს მიმართულია თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ და ყველას ვალია დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი სუვერენული უფლებები, რათა ივანიშვილმა არ შეძლოს საბოლოოდ შპს-დ გადაქცევა ამ ქვეყნისა,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები