12 დეკემბერი 2024,   18:32
ვრცლად
საერთო კონსესუსი კომისიის წევრებს შორის შემდგარია - მარიამ ჯაში კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრობს

მმართველი გუნდი, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ კანონპროექტი კონსესუსის შედეგად შეადგინეს.

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კრიტიკა გაისმა ოპონენტების მხრიდან, საერთო კონსესუსი კომისიის წევრებს შორის შემდგარია. ეს არის შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვნად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის უზენაესი კანონი. რეკომენდაციები შემუშავებულია, სამუშაო ვერსია და ჩვენ, რა თქმა უნდა, დასკვნითი გადაწყვეტილებებისთვის დაველოდებით ვენეციის კომისიას,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მომავალი კვირიდან პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტის ინიცირება მოხდება. შეიქნება ახალი კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს საქართველოს მასშტაბით ახალი რედაქციის საერთო საყოველთაო განხილვას.

ამავე თემაზე
დღის ამბები