14 დეკემბერი 2024,   21:00
ვრცლად
უკრაინაში ეუთოს დამკვირვებელი ნაღმზე აფეთქდა

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დელეგაცია ავტომობილით უკრაინაში, ლუგანსკის პროვინციაში პატრულირებდა, როდესაც ნაღმი ამოქმედდა და შემთხვევას ერთ-ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ეს ინფორმაცია ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, სებასტიან კურცმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაადასტურა.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიისთვის უკრაინაში ეს პირველი მსხვერპლია. უკრაინის აღმოსავლეთში ომი უკვე 3 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.

შემთხვევაზე გამოძიება უკვე დაიწყეს. 

ფოტოს AFP ავრცელებს.

 

დღის ამბები