დღეს თბილისში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის აღსანიშნავად ამერიკა-საქართველოს ფორუმი გაიმართა. საელჩოს, USAID-ის და ამერიკის სავაჭრო პალატის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს საქართველოში მიმდინარე პროგრამები გააცნეს.
ფორუმის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ამერიკაში სწავლის გაგრძელებისა და საგრანტო პროგრამების შესახებ.