12 დეკემბერი 2024,   10:46
ვრცლად
"მე რო მოვკვდე, ვინ მოუვლის ამას?!" - P.S. მობილი უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ეწვია

P.S. მობილი ნონიაშვილების ოჯახს ეწვია. მამა-შვილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მამა, ანზორ ნონიაშვილი 76 წლისაა და ლოგინად ჩავარდნილ შვილს, გიორგის უვლის, რომელიც ხელოსნად მუშაობდა და დანადგარის ჩართვისას დენმა დაარტყა, რამაც ორგანოები და ზურგის ტვინი დაუზიანა.

მამა-შვილს ჯანდაცვის სამინისტრო დახმარებაზე უარს ეუბნება.

„მარტო იმაზე ვნერვიულობ, ჩემი წასვლის მერე ვინ მიხედავს, მე რო მოვკვდე, ვინ მოუვლის ამას?!“ - ამბობს ანზორ ნონიაშვილი.

P.S. მობილი იმერეთის სოფელ მაღლაკშიც ჩავიდა. ანა ჭოლაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 5 წლის წინ დაუდგინეს. 2012 წლის აპრილში მკერდი მოჰკვეთეს, მაგრამ სიმსივნე მეორე მხარეს გაუჩნდა, თუმცა ოპერაციისთვის და ქიმიოთერაპიისთვის თანხა არ ჰყოფნის.

ანა ჭოლაძე თავის ძმასთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ინსულტი 3-ჯერ აქვს გადატანილი. და-ძმას სოციალური დახმარება მოუხსნეს, ისინი მხოლოდ ანას შშმ პირის პენსიით ცხოვრობენ. წამლებისთვის ფულის შესაგროვებლად ხშირად მეზობლები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან.

ავტორი: გვანცხა სუთიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები