12 დეკემბერი 2024,   10:28
ვრცლად
წამება და რეიდები ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ჩეჩნეთში - რესპუბლიკაში Новая Газета მტრად გამოაცხადეს

ბოლო პერიოდში, ჩეჩნეთის რესპუბლიკა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. კერძოდ კი ჰომოსექსუალი ადამიანების დევნის გამო. ამ თემაზე ინფორმაცია გამოცემა Новая Газета-ში გამოქვეყნდა. გაზეთის მიხედვით, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებს მასობრივად ავიწროებენ და აწამებენ.

ადგილობრივი მთავრობა კი ამ ფაქტს ტყუილს უწოდებს. მეტიც, რამზან კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალები არ არსებობენ და თუ არსებობენ, მათ ოჯახის წევრები გაუსწორდებიან.

Новая Газета-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორის, ელენა მილაშინას ადგილმდებარეობა კი დღეს უკვე გასაიდუმლოებულია. მისი უსაფრთხოების დაცვას მაქსიმალურად ცდილობენ. გამოცემაში აცხადებენ, რომ წყაროებს ვინაობის გამხელის ეშინიათ. გაზეთი ჩეჩნეთში რესპუბლიკის მტრად უკვე გამოაცხადეს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში რეპრესირებული ადამიანების მიმართ მხარდაჭერა საქართველოშიც გამოხატეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი, ნონა მიქიაშვილი, ვსევალოდ მატვეევი.

დღის ამბები