11 დეკემბერი 2024,   23:49
ვრცლად
სოფელ ჭარნალში ძლიერმა ქარმა შაინიძეების სახლი დაანგრია

შაინიძეების ხის სახლი დაანგრია ძლიერმა ქარმა ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. დაზარალებულების განცხადებით, სახლის დატოვება დანგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე მოასწრეს.

შაინიძეების 4 სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათ დროებით მეზობლებს შეაფარეს თავი. ქარბორბალამ სოფელში კიდევ რამდენიმე სახლი დააზიანა.

პრობლემებია გონიოშიც. ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ სახლს სახურავი გადახადა, რომელიც პოლიციის ეზოში გაჩერებულ მანქანებს დაეცა. 

დღის ამბები