24 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
"მტრები არ მყავს" - დეპუტატ სამველ მანუკიანის ორ მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს

ახალქალაქში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. მეზობლის განცხადებით, უცნობმა პირმა სამველ მანუკიანის ორ მანქანას ბენზინი, დაახლოებით ღამის პირველ საათზე გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

სახანძრო ბრიგადის მისვლამდე ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით შეძლეს.

დეპუტატი დანაშაულის შესაძლო მოტივებზე არ საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შემთხვევა მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

“მტრები არ მყავს და არავისთან კონფრონტაცია არ მქონია. მომხდარის ჩემს სამსახურეობრივ  საქმიანობასთან დაკავშირება ჯერ ადრეა, ამიტომ ოფიციალურ კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, რაც სამართალდამცველი ორგანოებისგან დამატებითი ინფორმაცია მექნება. ამჟამად სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დარწმუნებული ვარ, დამნაშავეს ვიპოვით,” - განაცხადა სამველ მანუკიანმა. 

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები