ძლიერმა ქარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობაც შეაფერხა. გაუქმდა TURKISH AIRLIANES-ის ერთი რეისი თბილისი-სტამბოლის მიმართულებით. მგზავრები სავარაუდოდ, ხვალ გაფრინდებიან. თელ ავივიდან მომავალ თვთიმფრინავს კი ერევანში მოუწია დაჯდომა და თბილისში 3 საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა.
პრობლემები შეექმნათ უკრაინის ავიახაზების, Pegasus-ისა და Fly Dubai-ს თვითმფრინავებსაც, მათ ჰაერში რამდენიმე წრე დაარტყეს თბილისს და ამის შემდეგ მოახერხეს აეროპორტში დაჯდომა. აეროპორტის ინფორმაციით, სხვა რეისები განრიგის მიხედვით შესრულდა.