11 დეკემბერი 2024,   18:41
ვრცლად
საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარი ლეპენი დაუპირირსპირდებიან

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარი ლეპენი დაუპირირსპირდებიან. საფრანგეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტინების 96%.

არჩევნების პირველ ტურში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა 23.7 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. ულრტა-მემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერს მარი ლეპენს კი 21.4 პროცენტი აქვს.

სულ საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობდა. აქედან უმრავლესობამ საკუთარ მომხრეებს, 7 მაისს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურში, მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას არეულობა და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა პარიზში. აქციის მონაწილეები მარი ლეპენის მეორე ტურში გასვლას აპროტესტებდნენ. 

დღის ამბები