09 მაისი 2024,   02:21
ვრცლად
ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის საგაზაფხულო სესიას დაესწრება

ქართველ დეპუტატთა დელეგაცია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის საგაზაფხულო სესიაზე დასასწრებად იმყოფება, რომელიც დღეს იხსნება.

უმრავლესობის განმარტებით, მათი მიზანია დააფიქსირონ პოზიცია, რომ საქართველო ევროსაბჭოს მონიტორინგის ფაზიდან უნდა გადავიდეს პოსტმონიტორინგის ფაზაში. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, ამის საშუალებას ქვეყანაში განხორციელებული სხვადასხვა რეფორმა და პოზიტიური შეფასებები იძლევა.

მათივე თქმით, სხვადასხვა სახის დებატებსა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებზე ისაუბრებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით.

„შუალედურ პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა აირის ის, რომ საქართველო დამსახურებულად გამოვიდეს და ამოვიდეს მონიტორინგის ფაზიდან და გადავიდეს პოსტმონიტორინგის ფაზაზე. ჩვენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ადამიანის უფლებების კუთხით ნამდვილად ვიმსახურებთ ამ წინსვლას და პროგრესს,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი. 

ქვეყნის პოსტმონიტორინგის ფაზაში გადასვლა არარეალისტურს უწოდებენ ევროპულ საქართველოში.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას იმდენჯერ აქვს გამოთქმული კრიტიკული შეხედულება საქართველოს შიგნით ქართული ოცნების მოღვაწეობაზე, რომ მე ნაადრევად მეჩვენება და არარეალისტურად ყოველგვარი სპეკულაცია მონიტორინგის პროცედურის შეწყვეტასთან დაკავშრებით,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

 

საპარლამენტო ასამბელის მთავარი განსახილველი თემა იქნება თურქეთის რეფერენდუმი და მისი გამართვის შემდეგ მიმდინარე მოვლენები.

დეპუტატები ასევე მოისმენენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ყოველწლიურ ანგარიშს.

დღის ამბები