07 მაისი 2024,   04:24
ვრცლად
ვაზისუბანში მომხდარი უბედური შემთხვევა - განიხილება რამდენიმე ვერსია

უბედური შემთხვევის რამდენიმე ვერსია განიხილება ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ ფაქტზე, რომელსაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა. ერთ-ერთი ვერსიით მოზარდი 8 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ფოტოს გადაღების დროს გადმოვარდა. ასევე საუბრობენ თვითმკვლელობასა და მოზარდის გადმოგდებაზე.

ამ დროდმე უცნობია, მარტო იყო ის თუ ვინმესთან ერთად. მეზობლების თქმით, კორპუსის სახურავზე მოზარდები ხშირად ადიან, რადგან არ არის ჩაკეტილი ასასვლელი და არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები.

ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალსიტები. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

 

შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა. ცხედარი პირველმა ბავშვის დედამ აღმოაჩინა. 

 

როგორც ცნობილია გოგონა იმ კორპუსის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წუთებში იმყოფებოდა.

 

ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

 

 

 

დღის ამბები