საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებულ შეფასებებს სამოქალაქო სექტორი ვენეციის კომისიას, უახლოეს დღეებში გადაუგზავნის. დოკუმენტში შეფასებულია, როგორც კომისიის მუშაობა, ასევე საუბარია მათთვის მიუღებელ მუხლებზე, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე.
სამოქალაქო სექტორი არ ეთანხმება ცვლილებებით განსაზღვრულ პრეზიდენტის არჩევის წესს და კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრებას.
არასამთავრობოთა განცხადებით, დოკუმენტში ასევე დასაბუთებული იქნება, რატომ არ იზიარებენ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ პროექტს.
„ეს პირველ რიგში შეეხება საარჩევნო სისტემას და ამას თან ერთად, ჩვენთვის პრინციპული საკითხია პრეზიდენტის არჩევის წესი, ასევე არის ქორწინების საკითხი და მისი განსაზღვრა კონსტიტუციაში,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
ვენეციის კომისიას გადაეგზავნება ცვლილებებთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ დაიწუნა.