ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უპრეცენდენტო რაოდენობის უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, სამგზავრო ავტობუსში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდეს 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტი Master.
ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დააკავეს, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.