19 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
ხანძარი ერისთავის ქუჩაზე - დამწვარია საყოფაცხოვრებო მაღაზია

თბილისში, თორნიკე ერისთავის 2 ნომერში ჩარხმშენებლი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დამწვარია 60 კვადრატული მეტრი ფართობის საყოფაცხოვრებო მაღაზია.

ადგილზე 5 სამაშველო მანქანა იყო მობილიზებული. მათ ცეცხლის ლოკალიზება უკვე შეძლეს.

ზარალის ოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები