შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს იმედი არ აქვს, რომ რამდენიმე კვირის წინ მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთებს და შემსრულებლებს დააკავებენ. ის გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა.
„დამკვეთი უნდა გამოვლინდეს, თუმცა ამის იმედი ძალიან რთულად წარმომიდგენია,“ - განაცხადა გელა ხვედელიძემ.
დაცვის მხარემ ბარნოვის ქუჩის ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვნისა და კავშირგამბულობის ანძების გადამოწმების შუამდგომლობა დააყენა. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ფიქრობს, რომ გამოძიებას მსგავსი ქმედებები ამ დრომდე უნდა განეხორციელებინა.
„ამდენი ხნის განმავლობაშიც უნდა გაკეთებულიყო ის, რაც ჩემმა ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, მაგრამ ვნახოთ, ჯერ არც ძალიან დაგვიანებული არაა და ვნახოთ აბა ამ შუამდგომლობიდან გამომდინარე ისინი რას ამოიღებენ და როგორ წავა პროცესი,“ - განაცხადა გელა ხვედელიძემ.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს 3 აპრილს დაესხნენ. მას ფიზიკურად 2 პირი საკუთარი სახლის წინ გაუსწორდა.