18 მაისი 2024,   08:46
ვრცლად
აგრამუნტის სირიაში ვიზიტი - პოლიტიკოსები მწვავე დებატებისთვის ემზადებიან

საპარლამენტო ასამბლეაზე აქტუალური იქნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტის სირიაში ვიზიტი. დეპუტატები შეეცდებიან პედრო აგრამუნტმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს.

„დღეს იქნება პირველ საათზე ღია დებატები, ველოდებით, რომ იქნება საკმაოდ მწვავე კითხვები და შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან. შედეგებზე ამ წუთას არ შეიძლია კომენტარი გავაკეთო, თუმცა მწვავე დებატები იქნება და ჩვენს მონაწილეობას მივიღებთ,“- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ.

გარდა ამისა, დღესვე ქართველი კანონმდებლები ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ განსხვავებულ პოზიციებს გააცნობენ. ევროპული საქართველოსა და მმართველი გუნდის წევრები ევროპელ ექსპერტებს სტრასბურგში შეხვდებიან.

უმრავლესობა ვენეციის კომისიისგან მთლიანობაში კრიტიკულ შენიშვნებს არ ელოდება, თუმცა მათი გათვალისწინებისთვის მზად არის.

ევროპული საქართველოს წევრები ვენეციის კომისიას კონსტიტუციაში ცვლილებათა არადემოკრატიულობის შესახებ საკუთარ არგუმენტებს წარუდგენენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები