18 მაისი 2024,   09:27
ვრცლად
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაჩუმებას რუსი ოლიგარქი ცესკოს მეშვეობით ცდილობს - ზაზა ბიბილაშვილი

ნაციონალურ მოძრაობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ ინიციატივას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევად მიიჩნევა იმ პირის მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციაში, ვისაც ამის უფლება არ აქვს.

ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის შემთხვევაში, ის პარტია დაჯარიმდება, რომელსაც გამოუცხადებენ მხარდაჭერას.

ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ცესკო ივანიშვილის მითითებებს ასრულებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორებას ამ მეთოდით ცდილობს.

„სახეზე გვაქვს მდგომარეობა, როდესაც რუსმა ოლიგარქმა ჯერ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, შემდგომ ქვეყნიდან გააძევა, შემდგომ მოქალაქეობა ჩამოართვა და დევნის მას 7 პიჯაკის შეძენის გამო. როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი და ამჯერად, ამ ცვლილებებით სურთ მისი გაჩუმება,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი ცესკომ პარლამენტს უკვე წარუდგინა.  

დღის ამბები