18 მაისი 2024,   09:57
ვრცლად
შსს-ს გამჭვირვალობის ხარისხის შესახებ არასამთავრობოები კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. გამჭვირვალობა საქართველოს და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ძირითადი შენიშვნები სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარისხს და სტატისტიკის წარმოებას ეხება.

„ჩვენი რეკომენდაციები არის, რომ დროულად მოხდეს ინფორმაციის გაცემა. ასევე, სამინისტრომ მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოს შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, რათა შემდეგ არ შეფერხდეს საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემა," - აცხადებს საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტი, ოლიკო შერმადინი.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ უწყების მიერ არ ხდება დადგენილ ვადებში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიწოდება და სამინისტრო არ უზრუნველყოფს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.

დღის ამბები