18 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეები საყოველთაო დაზღვევით ვერ ისარგებლებენ - ოპოზიციის აზრით, ეს საშუალო ფენას დააზარალებს

კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეები საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებენ. ჯანდაცვის სისტემის მიხედვით, ამ ადამიანებს ეს ბენეფიტები ამ დრომდეც არ ეკუთვნოდათ, თუმცა ამიერიდან სამინისტრო ამას გააკონტროლებს.

„კერძო დაზღვევას ვისაც არ ჰქონდა, მას ისედაც არ ეკუთვნოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ზოგჯერ ცალკეული მოქალაქეები ორივე დაზღვევით საერგებლობდნენ, რაც, რა თქმა უნდა, მიზნობრივი არ არის. ამიტომ ახლა, ეს ყველაფერი  სწორდება,“ - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე.

პარტიაში მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველო ფიქრობენ, რომ მსგავსი რეგულაციები ყველაზე მეტად საშუალო ფენას დააზარალებს.

„ყველაზე დიდი ჯოხი გადატყდება, დაახლოებით, მილიონ ადამიანზე, რომლებიც სიღარიბის ზონაში არ არიან, მაგრამ ერთი მძიმე ავადმყოფობა, ღმერთმა ყველა დაიფაროს, თუ შეხვდებათ ოჯახში, შეიძლება, აღმოჩნდეს უკიდურესად ღარიბების რიგებში,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების გუნდი 4 წლის განმავლობაში საკუთარი ხელით შექმნილი სისტემის დაშლას ცდილობს.

„შედეგად ვიღებთ რაღაც გაუმართავ, ჰიბრიდულ ჯანდაცვის სიტემას, რომელშიც საშუალო ფენა საზოგადოების ყველაზე მეტად დაზარალდება, ხოლო დანარჩენი ფენები სანამ გაერკვევიან, ვის რა ეკუთვნის, რამდენიმე წლის მერე ამ სისტემის ხელახლა დაშლა მოუწევთ 2012 წლის მდგომარეობამდე,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები