23 დეკემბერი 2024,   17:35
ვრცლად
4 შვილის დედა თბილისში ელექტროსადენით გაგუდული იპოვეს

ერთდღიანი ძებნის შემდეგ 4 შვილის დედა მოკლული იპოვეს. მირანდა ვაჩეიშვილი ელექტროსადენით გაგუდეს. მკვლელი მისი ყოფილი მეუღლეა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია და დანაშაულიც აღიარა.

ნინო ვაჩეიშვილმა დედის მკვლელობის შესახებ პოლიციისგან შეიტყო. ოჯახის წევრების თქმით, მირანდა ვაჩეიშვილს ყოფილი ქმარი, რომელთანაც რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა, გამუდმებით ემუქრებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, მირანდა ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არერთხელ მიმართა. და მის საჩივარს საბურთალოს და გლადინის პოლიცია რამდენჯერმე იძიებდა.

გიორგი ჯანაშვილმა მირანდა ვაჩეიშვილი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოკლა. პოლიციამ ის მოგვიანებით კორპუსიის სადარბაზოში დააკავა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მისი და მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, აღმკვეთ ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჯანაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. 

დღის ამბები