04 მაისი 2024,   11:03
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიციური პარტიები სახალხო მოძრაობის დაწყებისთვის ემზადებიან

საკონსტიტუციო ცვლილებები - სახალხო მოძრაობის დაწყების მიზნით პარტიამ სახელმწიფო ხალხისთვის პოლიტიკური და საექსპერტო წრეები შეკრიბა. შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც საზოგადოების მობილიზებას უზრუნველყოფს იმისთვის, რომ ძალაში საკონსტიტუციო ცვლილებები არ შევიდეს.

ოპოზიციის ერთიანი ბრძოლის ფორმატი არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავს. პირველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მოსახლეობისთვის ახალი რედაქციის საფრთხეების განმარტვა უნდათ. წერილი უკვე მიიღო ვენეციის კომისიამ იმის შესახებ, რომ ცვლილებების პროექტი კომისიაში ერთი პარტიის მხარდაჭერითა და ოპოზიციის სრული ბოიკოტის რეჟიმში მიიღეს.

ოპოზიციის ერთიან ბრძოლაში საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთო. ოპონენტები ამბობენ, რომ შეუძლებელია, ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა ხალხის ინტერესების გათვალისწინების გარეშე მიიღონ.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის არჩევის წესისა თუ საარჩევნო სისტემის ირგვლივ ხელისუფლება კომპრომისზე არ წავა, სპეციალისტების თქმით, ეს ქვეყნის დემოკრატიას და უსაფრთხოებასაც აზარალებს.

დღის ამბები