17 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
თბილისში ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა - "ახალი საქართველოს" ინიციატივა

თბილისში ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა- ახალი საქართველო დედაქალაქის მერიას უახლეს დღეებში ინიციატივით მიმართავს. 

სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით, ჰაერის დაბინძურებით სიკვდილიანობის თვალსაზრისით თბილისი პირველ ადგილზეა.

მათი თქმით, დაითვლიან რამდენი ხე სჭირდება დედაქალაქს პრობლემასთან საბრძოლველად. პროექტზე მუშაობა ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.

„დავითვლით რამდენი ხე სჭირდება ქალაქს, რომ არ ვკვდებოდეთ. ამის გადაწყვეტის ფორმულებს ამუშავებს ჯგუფი, რომელიც შექმნილია თბილისის განვითარების პროექტის ფარგლებში და ამას ყველაფერს წარვადგენთ თბილისის მთავრობის სხდომაზე,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები