გავრცელებულ ინფორმაციაზე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზეპირი განცხადება გაკეთდა.
სუს-ში აღნიშნეს, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან 14 მარტს 6-თვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ დავით სესიაშვილთან ხელშეკრულების გაფორმებამდე სუს-მა მისი მონაცემები შეისწავლა და კანონდარღვევა არ გამოუვლენია.
სკანდალური ინფორმაცია თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტს ეხება. ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია.
ენმ-ში განმარტეს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც სუს-ის ხელმძღვანელობა, ასევე მთავარი პროკურორიც. თუმცა, ოპოზიციის მტკიცებით, მათ დანაშაული დაფარეს.