23 დეკემბერი 2024,   16:00
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის მოწმე ნათია გედენიძე დაკითხეს

საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის განხილვა დღიესთვის დასრულებულია. პირველმა მოწმემ, ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ უკვე მისცა ჩვენებები, ხვალ კი მის მეუღლეს დაკითხავენ.

გედენიძემ დეტალურად გაიხსენა 6 წლის წინ მისი დაკავების ფაქტი და ძალოვანი უწყბებისთვის იძულებით მიცემულ ჩვენებები. პროკურატურას საქმეზე ძალოვანი უწყების 1 ყოფილი თანამშრომელი ჰყავს დაკავებული, კიდევ ერთი პირი კი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

„არ გამჭირვებია ამომეცნო ბრალდებულის სკამზე არსებული ადამიანი, დავით დევნოზაშვილი, რომელმაც ჩემი საკუთარი კომპიუტერიდან, რამდენად კანონიერად, მაგრამ ამოიღო ჩემი საკუთარი პირადი ფოტო, რომლითაც მემუქრებოდა, რომ ეს გახდებოდა საჯარო,“-განაცხადა ნათია გედენიძემ.

დღის ამბები