19 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
საქართველოს სახალხო დამცველი დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ხვდება

ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ხვდება დღეს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილი ჯანი ბუკიკიოს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ის იმ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებს, რომლებიც საკუნსტიტუციო კომისიამ არ გაითვალისწინა.

„გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს, რეკომენდაციებს, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გაზიარებული კომისიის მხრიდან,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

უჩა ნანუაშვილი უკვე შეხვდა ადამიანის უფლებათა კომისარს. ომბუდსმენმა ნილს მუჟნიევსკის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ასევე განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას, საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებიც.

დღის ამბები