19 მაისი 2024,   12:27
ვრცლად
"მე არც არავის შევეკვრები და არ ვივაჭრებ კონსტიტუციით" - გიორგი მარგველაშვილი

კამპანია კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთ შეხვედრას მართავს. გიორგი მარგველაშვილი ახალციხის უნივერისიტეტში იმყოფება. შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან კითხვა -პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. 

პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ხელმოწერილია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი არღვევს სამართლიანი საარჩევნო სისტემის პრინციპებს. 

„სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი შექმნილია, ხელმოწერილია კონსესუსის გარეშე. ალბათ იცით და სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც შედიოდა კომისიაში დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. წესი, რომლის მიმართაც პოლიტიკურმა პარტიებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება და წესი, რომელიც შინაარსობრივად არის სამწუხაროდ არის აცდენილი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.  

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო და თქვა, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება მოსახლეობას გაუგებარი მიზეზებით ერთმევა.

„გაუგებარი მიზეზით ერთმევა პრეზიდენტის არჩევის უფლება ამომრჩეველს და მომავალი ვერსიით პრეზიდენტს აირჩევენ გარკვეული ხმოსნები. ძალიან ნათლად მინდა გითხრათ, არასდროს კონკრეტულად მე არც არავის არ შევეკვრები და არაფრის დიდებით არ ვივაჭრებ კონსტიტუციით. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების შემკრები,“ -აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კონსტიტუციური პრობლემების საზოგადოებრივი მსჯელობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პროფესორ მასწავლებლებმაც.

დღის ამბები