27 მაისი 2024,   19:05
ვრცლად
შევეცდებით გავარკვიოთ რა დოკუმენტებზეა საუბარი - შალვა ხუციშვილი სესიაშვილის შვილის საქმეზე საუბრობს 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საქმე ეხება 2015 წლის 5 მარტს თბილისში მომხდარი ქურდობის საქმეში დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების არსებობას.

ხუციშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ის მასალები, რომლებიც ირაკლი სესიაშვილის შვილის საქმეზე გავრცელდა და ადევს თუ არა საქმეს გრიფი. 

შს მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება საკითხში გაერკვევა და ვრცელი კომენტარი სწორედ ამის შემდეგ გაკეთდება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონმა ირაკლიმ თვითონ შეიტანა საჩივარი პროკურატურაში და ამ საკითხით ალბათ დაინტერესდება პროკურატურა. ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა, შევეცდებით გავარკვიოთ, რა დოკუმენტებზეა საუბარი და იგივე თუნდაც გრფი უნდა ედოს თუ არა, რა მასალებზეა საუბარი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ალბათ, ჩვენი მხრიდან გაკეთებული რაიმე კონკრეტული განცხადება,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

დღის ამბები