19 მაისი 2024,   08:34
ვრცლად
ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ ჰუსეინ ალფარდანმა საქართვლოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. Alfardan Group-ის ძირითადი ინტერესის სფეროს საქართველოში ტურიზმი და ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს.

შეხვედრისას  ცალკეულ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც შესაძლოა, Alfardan Group-მა განახორციელოს. კომპანიის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

დღის ამბები