19 მაისი 2024,   12:28
ვრცლად
არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს. გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის მიერ წარმოებულ საკონსტიტუციო კამპანიაზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

აბაშიშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტი კამპანია კონსტიტუცია ყველასიას ფარგლებში მართავს შეხვედრებსა და განხილვებს გამჭვირვალე რეჟიმში. მისივე თქმით, პროცესში ჩართვა შეუძლია, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს.

„არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით. საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის მთელი გუნდი კონსტიტუცია ყველასიას ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ხვდება სტუდენტებს, პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ პროცესში არის ჩართული სრულიად მედია და ეს პროცესი არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე. ჩვენ არა ერთხელ ვთხოვეთ ამ პროცესში მონაწილეობა, როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ისე საპარლამენტო უმრავლესობას და გვინდა, რომ ეს შეთავაზება კიდევ იყოს ძალაში,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლემენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს, მისი ადმინისტრაციის დახმარებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ კამპანიის დაწყებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები