19 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
პირდაპირ მოსვლას ვერავინ ბედავს, ირიბად ვაჭრობენ - მარგველაშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

პრეზიდენტი კამპანიის კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილმა მათთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის საწინააღმდეგო კამპანიას მართავს.

გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის არჩევის საკითხან დაკავშირებით მასთან „ირიბად ვაჭრობს“.

„ნელ-ნელა მიხვდებიან, რომ ეს ჩემი კამპანია არ არის. ეს არ არის ჩემი საარჩევნო შტაბი. ეს არ არის ჩემი ვაჭრობის თემა, რომელიც უკვე რამდენჯერ ითქვა. ეს აბსოლუტური არანორმალური ფორმულირება, რომ წესიერად მოიქეცი და ასეთი კონსტიტუცია იქნება და თუ წესიერად არ მოიქცევი, ასეთ კონსტიტუციას დავდებთ. ეს მერამდენეჯერ ითქვა უკვე და პლუს, კიდევ რაღაც ქვეტექსტი ვაჭრობის. ნუ იღლებიან ამ ჩემთან რაღაც ირიბი ვაჭრობით. თან ასე პირდაპირ მოსვლას ვერავინ ვერ ბედავს, რომ ეს მკადრონ, ირიბად ვაჭრობენ, ნუ დაიღლებიან ამით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციაზე განხილვებს ხვალიდან უკვე დედაქალაქში გამართავს.

 

დღის ამბები