19 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
თავდაცვაში ქართული ოცნების დეპუტატების მეუღლეები დაასაქმეს - ევროპული საქარათველო

ევროპული საქართველო თავდაცვის მინისტრს ნეპოტიზმში ადანაშაულებს და ლევან იზორიას ბრძანებას ასაჯაროებს. ირმა ნადირაშვილის განმარტებით, უწყებაში ქართული ოცნების დეპუტატების ოჯახის წევრებს ასაქმებენ.

პარტიის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, მეუღლე გენერალური ინსპექციის ოპერატიულ სამმართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დაინიშნა.

მისივე განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში დასაქმდა თამარ ხულორდავას მეუღლეც. ევროპული საქართველოს წევს კითხვები აქვს მინისტრთან, თუ რა ნიშნით მოხდა ამ ადმიანების დასაქმება თავდაცვის სამინისტროში.

„უშუალოდ წყარომ თავდაცვის სამინისტროდან გადმოგვიგზავნა ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის, სოფიო კილაძის, მეუღლე, ავთანდილ ხარაძე, ბატონმა იზორიამ დანიშნა გენერალურ ინსპექციაში...  მეორე ფაქტი არის თამარ ხულორდავა, ასევე ოცნების ახალი სახე და მისი მეუღლეც, ლევან ვახტანგაძე, დაინიშნა ლევან იზორიას ბრძანებით გენერალურ ინსპექციაში,“ - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

დღის ამბები