23 დეკემბერი 2024,   07:15
ვრცლად
სასამართლო ხელისუფლების რეპუტაცია - ბიუჯეტიდან შესაძლოა ახალი PR კამპანია დაფინანსდეს

სასამართლო ხელისუფლება უკვე რამდენიმე კვირაა ინტენსიურად განიხილავს საკითხს, თუ როგორ უნდა დაისაჯონ ადამიანები მოსამართლეების დამცირებისთვის.

ამ მიზნის მისაღწევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მზად არიან პირდაპირ ითანამშრომლონ მედიასაშუალებებთან, ამაში ფულიც ჩადონ და თვითონ ჩაერიონ გადაცემების შინაარსობრივ მხარეში, წინასწარ შეათანხმონ კითხვები და საკითხები, უკარნახონ და მიუთითონ ჟურნალისტებს, როგორ უნდა გაშუქდეს სასამართლოს საქმიანობა.

ზუსტად ამ საკითხებს განიხილავდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, რომელზეც მედიის წარმომადგენლებიც მიიწვიეს და ისინი ერთად მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა იმუშაონ შეერთებული ძალებით სასამართლოს რეპუტაციის გასამყარებლად.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

დღის ამბები