14 ოქტომბერი 2019,   11:07
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა ბირთვული შეიარაღების გაძლიერებას აპირებს

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული შეიარაღების გაძლიერებას აპირებს. ფხენიანში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების აგრესიული ქმედებების ფონზე კიდევ რამდენიმე ბირთვული გამოცდის ჩატარებას გეგმავენ.

იაპონიამ კი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოკავშირეების დასახმარებლად საკუთარი სამხედრო გემი გაგზავნა.

რეგიონში მყოფი ამერიკული ხომალდების მიმართულებით იაპონური ავიამზიდი გაემგზავრა, რომელიც კარლ ვინსონს და სხვა ხომალდებს ესკორტს გაუწევს და საწვავით მოამარაგებს.

249 მეტრის სიგრძის იძუმო იაპონიის საზღვაო ძალებში ყველაზე დიდი ზომის სამხედრო გემია.

დღის ამბები